პროექტის სახელი: სურამის ციხე.
მიზანი: ბუკლეტებისა და ელექტრონული ვერსიის შექმნა სურამის ციხემდე მისასვლელად.
პროექტის სრული აღწერა: იმისათვის, რომ ჩამოსულმა ტურისტმა მიაღწიოს სურამის ციხემდე, მას აუცილებლად სჭირდება გიდი, რომლის მაგივრობაც შეიძლება გაწიოს ბავშვების მიერ დამზადებულმა ბუკლეტებმა. მათ ევალებათ ინფორმაციის მოძიება და ბუკლეტების შექმნა იმ უცხოელი ტურისტებისთვის ან პედაგოგებისთვის, რომლებიც პირველად იმყოფებიან ხაშურის რაიონში და სურთ სურამის ციხეზე ასვლა.
პროექტში მონაწილეობას ღებულობენ 13–14 წლის ასაკის მოსწავლეები.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტესს 2კვირისა.
მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად. პირველ ჯგუფს ევალება მოიძიონ googl დედამიწის საშუალებით სურამის კოორდინატები და თვითონვე შექმნან გზის მაჩვენებელი რუკა სურამის ციხემდე. რუკაზე მათ უნდა აღნიშნონ ღირსშესანიშნავი ადგილები, მაგალითად სად მდებარეობს სასტუმრო, კაფეები, საჩუქრების მაღაზია, ფოსტა და ა.შ. ამისათვის მათ დასჭირდებათ სურამში ჩასვლა და ამ ადგილების კარგად შესწავლა. რუკის შესადგენად ისინი იყენებენ გამოთქმებს: „Turn right,’’ „On the left,’’ ,,Just go to the crossroad,’’ ,,In the corner’’ და ა.შ.
მეორე ჯგუფს ევალებათ მოიძიონ ინტერნეტში ინფორმაცია სურამის ციხის შესახებ, ასევე მათ შეუძლიათ ინფორმაციის მიღება სურამის მოსახლეობიდანაც, რის შემდეგაც მათ ევალებათ დაწერონ მოკლე ისტორია ამ ციხის დაარსების შესახებ ინგლისურად.
მესამე ჯგუფს ევალება პირველი და მეორე ჯგუფის ნამუშევრები გააერთიანოს, შეიმუშავოს ბუკლეტის ფორმა, სასურველია ბუკლეტის გარეკანზე დაურთოს სურამის ციხის სურათი, ინფორმაცია აკრიფოს პროგრამა word-ში და გამოცეს ბუკლეტები. პროექტის ყველა მონაწილე ვალდებულია ეს ბუკლეტები დაურიგონ ხაშურის სხვადასხვა სკოლებში ჩამოსულ მოხალისე უცხოელ მასწავლებლსებს. მათ ეს ბუკლეტები გიდობას გაუწევენ.
სამუშაო ენად გამოყენებული იქნება ქართული და ინგლისური.
პროექტი შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმის გამოყენებით.
პროექტის ხელმძღვანელი ინგლისური ენის მასწავლებელი ნატალია კოპაძე.
ელ. ფოსტა:nato.kopadze29@gmail.com